ვირტუალური ლაბორატორია

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს საშუალება ეძლევათ გაამდიდრონ და უფრო საინტერესო გახადონ გაკვეთილები ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით.

რას გულისხმობსვირტალური ლაბორატორია?” .. ქიმიაში, ფიზიკაში და მათემატიკაში სასწავლო პროცესის დროს ლაბორატორიული ცდების ცოცხლად ჩატარების გარდა, ცდა შეიძლება კომპიუტერითაც უჩვენო მოსწავლეებს. ამ მეთოდის ორი მხარე აქვსდადებითი და უარყოფითი. უარყოფითი ის არის, რომ ცოცხალი ჩატარებული ცდების დროს ცდის მონაწილე უშუალოდ შეიგრძნობს სუნსა და ხედავს და ამჩნევს ფერს, მაგრამ კომპიუტერი გვაძლევს საშუალებას უშუალოდ დავინახოთ ისეთი პროცესები, რაც ეს სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნებ განვითარებას. ვირტუალური ლაბორატორიის გამოყნება დაეხმარება მოსწავლეთა კოგნიტურ (ჟან პიაჟე) განვითარებას, განსაკუთრებით ფორმალუროპერაციული განვითარების სტადიაზე, ვირტუალური ლაბორატორია შესაძლებლობას აძლევს  მოსწავლეებს, გამოიყენონ შემეცნების მეცნიერული მეთოდი: რამდენიმე სავარაუდო ახსნა მოუძებნონ დაკვირვების საგანს, მოვლენას ან ფენომენს, შემდეგ თავიანთი თეორიები სისტემატრად გააანალიზონ, გამოცადონ და გამოიყენონ პრაქტიკაში.

სკოლებში პროგრამის დანერგვა და მისი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენება მასწავლებლებს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების უკეთ მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, გაზრდის მოსწავლეთა  მოტივაციას, ხელს შეუწყობს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისათვის საჭირო კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე დაეხმარება მათ  ცნებების  უკეთ გააზრებაში.
გთავაზობთ ვირტუალური ლაბორატორიის სამოდელო ვიდეო გაკვეთილებს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერზეა განთავსებული.
 
ვირტუალური ლაბორატორიის ვიდეოგაკვეთილები  

        


ბიოლოგიური პროცესების სიმულაცია
ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია (კოლორადოს უნივერსიტეტი)
ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია (კარნეგი მელოუნის უნივერსიტეტი)