----

თანამედროვე პედაგოგიკაში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა (Project Based Learning). ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში ჩასმულ,მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ,ცხოვრებისეულ,საკითხებს/პრობლემებს ეხება. ამგვარი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას.


ს ა ს კ ო ლ ო  პ რ ო ე ქ ტ ი  _ მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე წარმოებული დამოუკიდებელი კვლევაა, რომელსაც ზედამხედველობს პედაგოგი. პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ: ურთიერთთანამშრომლობას, თავისუფალი აზრის გამოთქმას, თავიანთი მოქალაქეობრივი როლის განსაზღვრას, სამუშაო თემატიკის შესაბამისობაში მიზნების ჩამოყალიბებას, პრობლემების გამოკვეთას და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას.

ყველა ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის შეძენაში, ~მასწავლებელს კი (სხვადასხვა საგნებში) სწავლების პროცესის წარმართვაში.

სასკოლო პროექტების სახეები

I. სასწავლო პროექტები საგნობრივია. ის თან ერთვის სახელმძღვანელოში პროგრამულ თემას, მოკლევადიანია. მისი მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის პროცესით, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკულ უნარების გამომუშავებით. ასეთი პროექტების განხილვა-პრეზენტაცია ხდება კლასშივე. მაგრამ მასწავლების შეხედულებისამებრ, შეიძლება საჯაროობის სახეც მიეცეს.

II. გუნდურ-ინტეგრირებული პროექტები არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული დისციპლინით. ასეთი პროექტები საგანთა ინტეგრირებულ ცოდნას მოითხოვენ. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს საგნების ცოდნასთან ერთად უვითარდებათ მოვლენებისა და პროცესების კომპლექსური ხედვის უნარები. ეს პროექტები გრძელ ვადიანია (5-6 თვე)


სასწავლო  საგანმანათლებლო პროექტი
- არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც გვინდა. არსებობს მიზანი, რომელიც დავისახეთ პრობლემიდან გამომდინარე.
- შესაძლებელია არსებული პრობლემის აღწერა (შესაძლებელია მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
- შერჩეულია გზა (აქტივობები) რომელთა განხირცილებაც მიზნამდე მიგვიყვანს (მიღწეული იქნება გაზომვადი შედეგები).
- არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ აქტივობებს
(გადანაწილებულია სამუშაო და პასუხისმგებლობები)
-  გაანგარიშებულია და განაწილებულია საჭირო რესურსები (როგორც ადამიანური, ისე მატერიალური)
-  გათვლილია განხორციელებისთვის საჭირო დრო (ეტაპების მიხედვით)
-  წინასწარ გათვლილია მოსალოდნელი შედეგი (შესაძლებელია ამ შედეგის
მახასიათებლების - ინდიკატორების ჩამოთვლა).
-  დაგეგმილია შედეგების გამოქვეყნება ან წარდგენა აუდიტორიისთვის

 პროექტების დამუშავების დროს მნიშვნელოვნად დაგვეხმარა კარგად გააზრებული საგანთა კავშირის სქემა. 

1. პროექტის შერჩევის დროს გაითვალისწინე იდეის აქტუალობა, რა შედეგებზე
შეიძლება გახვიდე და შემდეგ შესთავაზე მოსწავლეებს.

2. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება მოსწავლეებმა სხვა თემა შემოგთავაზონ.

3. პროექტზე მომუშავე მოსწავლემ პირველ რიგში უნდა გაითავისოს მასზე
დაწერეთ ის დიდ თაბახზე და გააკარით თვალსაჩინო ადგილზე. მეცადინეობის დროს, ჩამონათვალიდან, სამიზნე პუნქტზე შეაგროვეთ იდეები გონებრივი იერიშის _ მეთოდით.

5. შეძლებისდაგავარად დაიხმარეთ ადგილობრივი მასმედია

 7. აუცილებელია პროექტის სასკოლო პრეზენტაცია. იზრუნე ისეთ აუდიტორიაზე, რომელიც საქმიანი წინადადებებით გამოეხმაურება პროექტს და დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.