თანამედროვეობა ხასიათდება იმით, რომ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო, მათ შორის განათლება, უახლესი ინოვაციების დანერგვის შედეგად ვითარდება. განვითარების ამ დინამიკურ პროცესში მასწავლებელსაც მუდმივი ძიება და შემოქმედებითობა მოეთხოვება, რომელიც შეუძლებელია უახლესი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის გარეშე. გარდა ამისა, განათლების სფეროს, სასკოლო ცხოვრების ან სასწავლო-აღმზდელობითი პროცესის რომელიმე მოვლენა ან ფაქტი თანამოაზრეთა წრეში პროფესიულ განხილვას ითხოვს. პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია: ცხოვრებისა და პროფესიული გზის ეტაპის მიუხედავად მასწავლებელი ვერასოდეს ვერ მიიჩნევს განათლებას დასრულებულად, ხოლო საკუთარ კონცეფციას საბოლოოდ ჩამოყალიბებულად. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ის ყოველთვის იმყოფება ძიებისა და თვითგანათლების პროცესში, სწრაფად ცვალებად პირობებში მუდმივად უნდა იყოს მზად ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განახლებისა და დახვეწისათვის. მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითგანათლებაში შედეგი მიიღწევა:
* პრობლემატურ საკითხებზე დაკვირვებაში და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობით;
* სამეცნიერო-მეთოდური და სასწავლო ლიტერატურის შესწავლით;
* სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდურ გაერთიანებებში მონაწილეობით;
* კოლეგების გაკვეთილებზე დასწრებით, მეცადინეობის ორგანიზაციის, სწავლების შინაარსის და მეთოდების თაობაზე აზრთა გაზიარებით;
* გაკვეთილის სხვა და სხვა ფორმების, სასწავლო მასალებისა და კლასგარეშე ღონისძიებების შემუშავებით და პრაქტიკული აპრობაციით.
დღეისათვის საქართველოს სკოლებში აქტიურად ინერგება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების და მასწავლებლების აქტიურობასა და ინსფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ტექნოლოგიების წვდომის განსხვავებული სურათია, ბევრია დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განსაზღვრავს გაკვეთილის სცენარში მასწავლებელი ტექნოლოგიების ჩართვის სქემას, მან უნდა შეუსაბამოს ტექნოლოგიური საშუალებები გაკვეთილის სასწავლო მიზანთან, რათა უფრო ეფექტურად გავიდეს სასურველ შედეგზე - ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება და არა ტვირთი გაკვეთილზე როგორც მასწავლებლისთვის ისე მოსწავლისთვის.
სკოლაში ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია წარმოადგენს რთულ პროცესს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სასკოლო განათლებისთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე, მხოლოდ ტრადიციული საშუალებებითა და ინსტრუმენტებით შეუძლებელია.
გამოცდილება გვიჩვენებს იმას, რომ მეთოდური მუშაობის მთავარ ამოცანას სასწავლო საგანში მასწავლებლების ერუდიციისა და კომპეტენტურობის ამაღლება წარმოადგენს, ხოლო თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების განხორციელება პედაგოგთა ქსელური გაერთიანებების მეშვეობით არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივი განმარტებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ამ მიზნის მისაღწევად შექმნილი გაერიანება წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად ურთიერთობენ ერთმანეთში და ამ ურთიერთობების, ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერისათვის კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელების შესაძლებლობებს იყენებენ. და ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერული (ინტერნეტ) ქსელი, დოკუმენტების ქსელი („მსოფლიო აბლაბუდა“) და პროგრამული უზრუნველყოფა (სოციალური სერვისები) არა მხოლოდ კომპიუტერებს და დოკუმენტებს აკავშირებენ ერთმანეთში, არამედ აერთიანებენ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ კომპიუტერებით, დოკუმენტებითა და სერვისებით. ანუ ქსელური გაერთიანება = მონაწილეების ქმედება + შეტყობინებებით ურთიერთ გაცვლა + სოციალური სერვისები.
რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენების იმ ეტაპს მივუახლოვდეთ, რომელიც ითვლება სტანდარტად. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ უკვე არსებულის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და ჩვენივე ძალისხმევით ახალი, და შესაძლოა ასევე სხვისთვის გამოსადეგი საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნას.
წმინდა იოანე ოქროპირის პედაგოგიური შეხედულებანი
(იოანეს სახარების განმარტების მაგალითზე)
,,უცოდველი ნული" თუ ,,სიბრძნით დინამიური ერთი"
არ ეზიარო ცოდვას საკმარისი არ არის, აუცილებელია აკეთო სიკეთე სიბრძნით, რადგან, როგორც წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: ` ... არა თუ უმანკოებაი ოდენ გვიბრძანა უფალმან, არამედ სიბრძნეცა~. არ დააშავო, სიბრძნის ერთი ნაწილია მხოლოდ, რაც ამ ნაწილობასაც ვეღარ ინარჩუნებს სიკეთის ქმნის გარეშე და არაფრობად, ზნეობრივ, მეტიც – სარწმუნოებრივ ნულად იქცევა. ამას ისიც ემატება, რომ `ნაწილობრივი სიკეთეც~ არასაკმარისი და უსარგებლოა – არ შეიძლება მხოლოდ გარკვეულ ადგილას ან დროს იყო კეთილი ან გარკვეულ სარბიელზე ან სფეროში ამჟღავნებდე სიკეთეს სხვაგან თუ სხვადროს არა. არ შეიძლება ადამიანი ნაწილობრივ ქრისტიანი იყოს? _ `რამეთუ, რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი, და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაი სარგებელი არს, უკუეთუ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაი არა აქუნდეს ? ანუ მოწყალებაი აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩვენებლობით კაცთათვის, ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს ანუ მდაბალი იყოს, გარნა ვერცხლისმოყვარებაი აქუნდეს, დედაი იგი ყოველთა ბოროტთაი? (გვ 270-271).
სწავლების პრინციპები
ა) მოსწავლეთა ნებისყოფისა და ყურადღების სრული კონცენტრაცია
რაკიღა განათლება ღვთიური სიტყვის მოსმენა და გააზრებაა, რაც ზეცასთან ზიარებას, ზეციურ წესრიგში ჩართვას ნიშნავს, ბუნებრივია, წმ. იოანე ოქროპირი საგანგებოდ აღნიშნავს გონების (ნებისყოფისა და ყურადღების) სრული კონცენტარციის აუცილებლობას. თუკი ნებისმიერი წუთისოფლური საქმის შესწავლა შესაბამის ძალისხმევას ითხოვს, საღვთო სიტყვასთან ზიარება, ზეციურ ჭეშმარიტებასთან მიახლება განუზომლად დიდ ყურადღებასა და განწყობას გულისხმობს: `... უკუეთუ წინწილასა და ფანდურსა ვერვინ დაისწავლის, უკუეთუ არა ყოველი გონებაი თვისი მუნ შემშჭვალოს, ვითარცა შეუძლოდ საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა დახსნილობით სმენად? ~ (გვ.10) .
ბ) ნათლად თქმის კულტურა
არ შეიძლება ერთი უცნობის მეორით ახსნა. ცოდნას ცნობიერებაში მხოლოდ სინათლე შემოიტანს. წმ. იოანე ოქროპირი მაცხოვარს იმოწმებს, რომელმაც ყველაზე ნათლად გადასცა ადამიანებს თავისი მოძრვრება: `არამედ ამისნი სწავლანი უფრო მზისა ბრწყინავენ~ (გვ. 16).
სწავლების სინათლე სიკეთესთან არის წილნაყარი, სიბნელე ბოროტებასთან. იოანე ოქროპირი ნათლად თქმის აპოლოგეტია.
`განმარტების~ ავტორი კვლავ მაცხოვარს იმოწმებს:
` ... ესრეთ ადვილ-ყო სიტყუაი თვისი, ვიდრეღა ყრმათაცა მცირეთა მიერ საცნაურ არიან, რამეთუ ჭეშმარიტ არიან და სახმარ ყოველთათვის ... და ყოველი სოფელი მოიზიდა მისა მიმართ ...~ (გვ.16)
იგივეს იმეორებს დავით გურამიშვილიც:
`ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგვევ იგავთ ხე ველად, უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად~.